Belive

იოზილი იტალიაში მიდის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი, კლუბის დატოვებას და იტალიაში გადაბარგებას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს. ბრიტანული პრესის ცნობით "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა იოზილს უკვე აუწყა რომ იგი მის გეგმებში არ შედის და კარისკენ მიუთითა, ნახევარმცველმა თავისი თავი "იუვენტუსსა" და "ინტერს" შეახსენა, რომლებიც ადრეულ წლებში მას აკვირდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონი" და "ნერაძური" იოზილს ჯერ კიდევ "რეალში" ყოფნის დროს აკვირდებოდნენ, თუმცა მაშინ მესუთმა ლონდონური ვარიანტი არჩია. საგოლე პასების ოსტატმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები