Belive

ოზილი: "რონალდუს დამსახურებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მესუთ იოზილმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. "ასეთი ადამიანი არასოდეს შემხვედრია. რონალდუს დახმარებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი", - აღნიშნა "არსენალის" გამთამაშებელმა. რონალდუ-ოზილი სანტიაგო ბერნაბეუზე ერთად 3 წლის განმავლობაში თამაშობდნენ. ამ პერიოდში რონალდუმ და ოზილმა ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ტიტულების მოგება შეძლეს. ხშირ შემთხვევაში, რონალდუს გოლები სწორედ ოზილის უზუსტესი პასების დამსახურება იყო. იოზილმა "რეალის" მაისურით 159 მატჩი ჩაატარა და ამ პერიოდში 27 გოლის გატანა და 81 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

იხილეთ რონალდუ-ოზილის შესანიშნავი კომბინაციების შედეგად გატანილი გოლები

სხვა სტატიები