Belive

ოზილი შეიძლება სათამაშოდ მანჩესტერში გადავიდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ გამთამაშებელმა, მესუთ იოზილმა, შესაძლოა გუნდი დატოვოს. გუნდში უნაი ემერის მისვლის შემდეგ, მესუთ იოზილმა ხელშეუშებელის სტატუსი დაკარგა და ძირითადში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა უწევს. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლოა ოზილისთვის უჩვეულო აღმოჩნდეს და ახალ გუნდში გადასვლის პერსპექტივა განიხილოს. ოზილისადმი ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე დიდი ხანია გამოთქვამს. მითუმეტეს, ოზილი ჟოზე მოურინიოს „რეალის“ ძირითადის უცვლელი წევრი იყო და პორტუგალიელმა სპეციალისტმა გერმანელი გამთამაშებლის შესაძლებლობები შესანიშნავად იცის. ოზილი "არსენალში" 2013 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 200 მატჩში 38 გოლის გატანა და 71 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ოზილს „არსენალთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები