Belive

ოზილის ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" ვარსკვლავმა, მესუთ ოზილმა და მისმა საცოლემ საქორწინო საჩუქრების მიღების ნაცვლად ქველმოქმედება გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოზილი მსოფლიოს მასშტაბით 1000 ბავშვის ოპერაციას დააფინანსებს. ასევე, ოზილმა მის ქორწილში მიწვეულ სტუმრებს სთხოვა, რომ საქორწინო საჩუქრების ნაცვლად თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხონ. საქველმოქმედო ფონდში გადარიცხული თანხა, ბავშვებისათის ოპერაციების ჩატარებას მოხმარდება. "როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, მე გამორჩეულ პოზიციაში ვიმყოფები. ვიწვევ ყველას ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ პროექტში. ამინე და მე მსოფლიოს მასშტაბით 1000 ბავშვის ოპერაციას დავაფინანსებთ. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს წამოწყებას სხვებიც შეუერთდებიან და გაცილებით უფრო მეტი ბავშვის დახმარებას შევძლებთ", - აღნიშნულია ოზილის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები