Belive

ოზილმა პრემიერლიგაში გერმანელ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალსა" და "ლესტერს" შორის გამართული მატჩი მესუტ იოზილისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა - გერმანელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და უზუსტეს გადაცემებს გატანილი გოლიც დაუმატა, რითაც პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. კერძოდ, პრემიერლიგაში მესუთ იოზილს გერმანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (30). მომდევნო პოზიციებზე იურგენ კლინსმანი (29), უვე რიოლსერი (29), რობერტ ჰუტი (21) და ლუკაშ პოდოლსკი (19) არიან. ოზილს "არსენალში" ყველა ტურნირზე 205 მატჩი მოუგროვდა, სადაც მან ჯამში 41 გოლის გატანა და 72 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები