Belive

პაკისტანელი მილიარდერი „უემბლის“ £600 მილიონად ყიდულობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პაკისტანელ მილიარდერს, შაჰიდ ხანს „უემბლის“ შეძენის ნება დართო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. შაჰიდ-ხანი ინგლისური „ფულჰემისა“ და ამერიკული ფეხბურთის გუნდის, „ჯეკსონვილ იაგუარსის“ მფლობელია. „უემბლის“ შეძენასთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებებს აპრილიდან აწარმოებდა. გარიგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ „უემბლის“ სახელის შეცვლა არავის შეეძლება. ასევე, არ შეიძლება რომ „უემბლის“ სახელს რომელიმე ბრენდის დასახელება დაემატოს. კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, აღნიშნული წესების დარღვევის ან ახალი მფლობელის დაპატიმრების შემთხვევაში, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას „უემბლის“ გამოსყიდვა შეეძლება. ასევე, შაჰიდ-ხანს არ აქვს უფლება, სარგებლის მიღების მიზნით „უემბლი“ დააგირავოს. იმ შეთხვევაში კი, თუკი შაჰიდ-ხანი „უემბლის“ £600 მილიონზე მეტად გაყიდის, ფული ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში გადაირიცხება. შეგახსენებთ რომ განახლებული „უემბლი“ 90 ათას ადამიანს იტევს.

სხვა სტატიები