Belive

პაკისტანის პრემიერი: მადლიერები იყავით, ზოგიერთს ჰარი მაგუაიერი ჰყავს ლიდერად

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პაკისტანის პრემიერ მინისტრმა - იმრან ხანმა, პაკისტანის მოსახლეობას მადლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პაკისტანელები კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რადგან ზოგიერთი იმდენად უიღბლოა რომ ჰარი მაგუაიერი ჰყავს ლიდერად. აღსანიშნავია, რომ იმრან ხანი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ნოველების კითხვასა და ნეტფლიქსზე სხვადასხვა ფილმებისა დ სპორტის ყურებაში ატარებს. The Dependent-თან საუბარში პაკისტანის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა: "მანჩესტერ იუნაიტედის" დაახლოებით 660 მილიონ ფანს ჰარი მაგუაიერი ჰყავს კაპიტნად. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ჰარი მაგუაიერი და ოლე გუნარ სოლსკიაერი? პაკისტანის მოსახლეობამ ჩემს მიმართ მეტად მადლიერი უნდა იყოს - გაუმართლათ, რომ მათი ლიდერი ჰარი მაგუაიერი არ არის. მაგუაიერი და სოლსკიაერი მმართველ ბორდთან ერთად შეცდომებს უშვებენ - შეცდომებს მეც ვუშვებ თუმცა უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათ ჩემზე ადრე დასჯიან."

სხვა სტატიები