Belive

პაკო ალკასერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამაყრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიის" თავდასხმელმა, პაკო ალკასერმა, ბუნდესლიგის 27-ე ტურში დუბლი გაიფორმა. მისი გოლების წყალობით, "დორტმუნდმა" "ვოლფსბურგი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, თუმცა ეს მთავარი ამბავი არ არის - პაკო ალკასერმა გოლები 91-ე და 94-ე წუთებზე გაიტანა, რამაც იგი ბუნდესლიგის ისტორიაში შეიყვანა. როგორც Opta Sports იტყობინება, მიმდინარე სეზონში პაკო ალკასერმა 90-ე წუთის შემდეგ უკვე 5 გოლი გაიტანა. ამ მხრივ, პაკო ალკასერი გერმანიის საფეხბურთო ლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, რადგან დღემდე,  ბუნდესლიგის 1 სეზონში, არცერთ ფეხბურთელს კომპენსირებულ დროში 5 გოლი არ გაუტანია. მიმდინარე სეზონში პაკო ალკასერს ბუნდესლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 19 გოლი ფიქსირდება.

ასევე იხილეთ: დორტმუნდი 2:0 ვოლფსბურგი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები