Belive

პალერმომ არსებობა შეწყვიტა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა "პალერმომ" არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. კლუბი ბანკროტად პარასკევს გამოცხადდა. კლუბი რომლის რიგებში წლების მანძილზე ისეთი ვარსკვლავები ჩნდებოდნენ როგორებიც პაულო დიბალა, ედინსონ კავანი და ხავიერ პასტორეა ბანკროტად სასამართლომ გამოაცხადა. სიცილიურ კლუბში თავის დროზე ამჟამად "დინამო თბილისის" ფორვარდს, ლევან მჭედლიძესაც უასპარეზია. "პალერმო" 1900 წელს "US Citta di Palermo"-ს სახელით დაარსდა და სერია ა-ში ბოლო 2016-2017 წლების სეზონში ასპარეზობდა. კლუბის ბაზაზე ახალი გუნდი "ფინიქსი" დაარსდა, რომელიც ამჟამად სერია დ-ში ასპარეზობს და 6-დან 6 გამარჯვებით სატურნირო ცხილს ლიდერობს. "ფინიქსმა" პირველ საშინაო მატჩზე ლიგის რეკორდი დაამაყარა, "სან ტომასოსთან" 3:2 მოგებულ მატჩს "რენცო ბარბერაზე" 17 000 მაყურებელი დაესწრო.

სხვა სტატიები