Belive

პანდევი: "გთხოვთ, გადადეთ ჩვენი ცხოვრების მთავარი თამაში"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სპორტული ღონისძიება გაუქმდა. დახურულ კარს მიღმა ტარდება სხვადასხვა საფეხბურთო მატჩი. უეფას ერთა ლიგის D ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმაყურებლოდ ჩატარდება. ამ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, გამოცდილმა თავდამსხმელმა, გორან პანდევმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. "ჩემს ქვეყანასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აღემატება ყველა საკლუბო ტურნირს, რომელიც ოდესმე მომიგია. წლების განმავლობაში ასეთი შანსი არ გვქონია - ყველა მაკედონიელი ფეხბურთელი ჩვენი სტადიონის სურათებით ცხოვრობს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ იმ ქომაგებისთვის, რომლებმაც კარიერის ოცნების ასასრულებლად ძალა უნდა მოგვცენ. ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია და ამისთვის ჩვენ ვლოცულობთ. გთხოვთ, გადადეთ ჩვენი ცხოვრების მთავარი თამაში," - დაწერა ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელმა, გორან პანდევმა.

სხვა სტატიები