Belive

პანიკა რუსულ მედიაში - ზენიტი მალკომს გაყიდის?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსულ მედიაში "ზენიტის" ახალწვეულის, მალკომის ირგვლივ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შესახებ იწერება. რამდენიმე დღის წინ, "ბარსელონადან" 41 მილიონ ევროდ შეძენილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში ფანებისგან რასისტული სახის შეურაცხყოფა მიიღო. "კრასნოდართან" საშინაო მატჩში "ზენიტის" მხარდამჭერებმა გამოფინეს ბანერი, რომელიც სარკასტულ ხასიათს ატარებდა: "მადლობა ხელმძღვანელობას ტრადიციების ერთგულებისთვის." 
5d52af735d47f8ee903b9091d8bf0da8
რუსი გულშემატკივრები "ზენიტში" შავკანიანი ფეხბურთელის თამაშს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც ჩანს, მალკომის, როგორც პირველი ფერადკანიანის გამოჩენამ კლუბში სანკტ-პეტერბურგელები ძალიან გააღიზიანა. რუსულ მედიაში იწერება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ "ზენიტი" მალკომს იანვარში გაყიდის.

სხვა სტატიები