პაოკი ნინუას უშვებს – ქართველი ფეხბურთელი ქეცბაიას სურს

როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად “პაოკი” ნიკა ნინუას განათხოვრებას აპირებს.

კვიპროსული მედიის თანახმად, 21 წლის ნახევარმცველით თემურ ქეცბაია არის დაინტერესებული. ქართველ სპეციალისტს სურს, რომ “ანორთოსისში” მე-5 ქართველი წაიყვანოს.

“ძალიან კარგი ტექნიკა და დარტყმა აქვს, განსაკუთრებით სტანდარტულის შესრულებისას. ნიკა მოედანზე ლიდერია,” – ასე ახასიათებს ქეცბაია ნინუას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის სანაცვლოდ ზაფხულში “პაოკ”-მა “დინამო თბილისს” 850 000 ევრო გადაუხადა. ამ დროის მანძილზე ნიკამ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

(190)

პაოკი ნინუას უშვებს – ქართველი ფეხბურთელი ქეცბაიას სურს

სტატიის ავტორი
-