Belive

შინჯი კაგავა და გიორგი პაპუნაშვილი ერთ გუნდში ითამაშებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი, შინჯი კაგავა კარიერას "სარაგოსაში" გააგრძელებს. იაპონელი ფეხბურთელი "ლა ლიგა 2"-ში ითამაშებს. კაგავამ ესპანურ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შინჯი კაგავა 2014-19 წლებში დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა. ის გერმანული კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კაგავამ "ბორუსიაში" 145 მატჩი ჩაატარა და 31 ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "სარაგოსას" ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი პაპუნაშვილი იცავს. პაპუნაშვილი და კაგავა გუნდელები იქნებიან და მომავალ სეზონში "ლა ლიგაში" დაბრუნებას ეცდებიან.

სხვა სტატიები