Belive

პაპუნაშვილის დებიუტი "რასინგში"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი შედგა "რასინგში". შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი "სარაგოსამ" რამდენიმე დღის წინ გაანათხოვრა. სანტანდერული გუნდი სტუმრად "დეპორტივოს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა, პაპუნაშვილი კი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. 25 წლის ნახევარმცველს აღნიშნულ დროში გოლის გატანა 2-ჯერ შეეძლო. "პაპუს" შორეული, უძლიერესი დარტყმა "დეპორტივოს" მეკარემ მოიგერია, ხოლო 93-ე წუთზე გიორგის თავური კარს ასცდა.

სხვა სტატიები