Belive

პაპუნაშვილის გუნდში კორონავირუსია - სარაგოსას ერთ-ერთი ფეხბურთელი ინფიცირებულია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, "სარაგოსაში" კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 27 ივლისს, გიორგი პაპუნაშვილის კლუბის ყველა ფეხბურთელს და პერსონალის წევრს COVID19-ზე ტესტი ჩაუტარდათ და ყველა მათგანმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა განმეორებითი ტესტირების დროს, პირველი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ინფიცირება დაუდასტურდა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლა ლიგა 2-ში რეგულარული გათამაშება მესამე პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მას მერე, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ესპანურ კლუბში ირიცხება, "სარაგოსა" ლა ლიგაში ამოსასვლელ გათამაშებაში მონაწილეობას მეორედ მიიღებს. პაპუნაშვილის კონტრაქტი ძალაში კიდევ 1 წელი იქნება.

სხვა სტატიები