Belive

პაპუნაშვილით ბერძნული გუნდი დაინტერესდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი პაპუნაშვილს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი "სარაგოსას" მწვრთნელის გეგმებში აღარ შედის. ბერძნული მედიის ინფორმაციით, გიორგის იჯარით გადაბირების სურვილი "პანათინაიკოსმა" გამოთქვა. Patrasevents.gr-ის თანახმად, გუნდებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილის დამატება MLS-ის გუნდებსაც სურდათ, თუმცა 25 წლის ნახევარმცველმა აშშ-ში წასვლა იუარა. ასევე ცნობილია, რომ გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერით ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ადგილოსანი, სანტანდერის "რასინგიც" ინტერესდება. "პანათინაიკოსს" საბერძნეთის სუპერლიგის 17 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.  

სხვა სტატიები