Belive

პაპუნაშვილმა სარაგოსა თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსა" ესპანეთის თასის 1/32-ფინალში გაიყვანა. კოპა დელ რეის ეგიდით ლა ლიგა 2-ში მოთამაშე გუნდი "სოკუელამოოს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მეორედ მოხვდა და პირველი გოლის გატანა შეძლო. თასზე პაპუნაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია, რაც შეეხება ჩემპიონატს, ლა ლიგა 2-ში "სარაგოსა" 20 ტურის შემდეგ 33 ქულით მესამე ადგილზეა და ელიტაში ამოსვლის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

სხვა სტატიები