Belive

პაპუნაშვილმა ტრავმა მიიღო და რასინგში ვერ ითამაშა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი პაპუნაშვილი კვლავ ტრავმირებულია. "რასინგის" ახალწვეულმა ლა ლიგა 2-ის შეხვედრა გამოტოვა "კადისთან". სანტანდერელები ჩემპიონატის პირველადგილოსანთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ - 1:0. როგორც ცნობილია, პაპუნაშვილმა აღნიშნული შეხვედრა ტერფის ტრავმის გამო გამოტოვა. რამდენად მძიმეა გიორგის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი "სარაგოსამ" "რასინგში" ცოტა ხნის წინ გაანათხოვრა. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში 2 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო.  

სხვა სტატიები