Belive

პარაზიტის რეჟისორი: "ჩემს უკანასკნელ სადილზე დე ბრუინს დავპატიჟებდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოსკაროსანი ფილმის, "პარაზიტის" რეჟისორმა, ბონგ ჯუნ-ჰომ, Reddit-ზე დასმულ კითხვაზე, თუ ვის დაპატიჟებდა იგი თავისი ცხოვრების უკანასკნელ სადილზე, საინტერესო პასუხი გასცა. სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა დაასახელა 5 ადამიანი, რომელიც მისთვის გამორჩეული ადამიანები არიან.
"ჰიჩკოკი, იუნა კიმი, კევინ დე ბრუინე, მარტინ სკორსეზე და ჯიმი პეიჯი," - ასეთი იყო ბონგ ჯუნ-ჰოს პასუხი, რომლის ფილმიც 2020 წლის ოსკარების ტრიუმფატორი გახდა.
ბონგ ჯუნ-ჰოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნიშნით შეარჩია აღნიშნული ადამიანები და შეიძლება ითქვას, რომ Reddit-ის მომხმარებლებისთვის, სიაში ყველაზე მოულოდნელი სწორედ ბელგიელი ფეხბურთელის ხილვა გამოდგა. საინტერესო ფაქტია, რომ "პარაზიტში" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მეტსახელი კევინია.  

სხვა სტატიები