Belive

პარედესი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მესის გამო უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემ გამო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმე, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, მესის გამო უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემ გამო. იმედია, ეს მისი ბოლო მუნდიალი არ იქნება, თუმცა ადვილი არ არის ტურნირს კიდევ 4 წელი ელოდო. დაე, მან ნახევარმცველად ითამაშოს, მე კი უკან დავიხევ (იცინის). მსოფლიო ჩემპიონობის შანსი ყველას აქვს, ცდას ჩვენც ვაპირებთ,'' - განაცხადა პარედესმა.
არგენტინის ეროვნული ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 21 ნოემბერს დაიწყება, C ჯგუფში, მექსიკასთან, პოლონეთთან და საუდის არაბეთთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები