Belive

პარედესმა ნეიმარი შეაშინა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" გასახდელი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადგილია. აქ თავს სხვადასხვა ეროვნებისა და კონტინენტის წარმომადგენელი ფეხბურთელები იყრიან და ერთმანეთს ხშირად სახალისო ოინებს უწყობენ. დანი ალვეშის, ტიაგო სილვას, ანხელ დი მარიას და კილიან მბაპეს ცნობილი ეპიზოდების შემდეგ, თავი ამჯერად გუნდის ახალწვეულმა ლეანდრო პარედესმა გამოიჩინა. არგენტინელი ნახევარმცველის "მსხვერპლი" ნეიმარი გახდა. ბრაზილიელმა პირადი ნივთების განყოფილებაში ხელოვნური გველი აღმოაჩინა. 27 წლის ფეხბურთელს კარადის გამოღების შემდეგ უეცარი რეაქცია ჰქონდა, მერე კი სიტუაციაში გაერკვა.

სხვა სტატიები