Belive

პარი სენ-ჟერმენი განხეთქილების ზრვარზეა - გუნდი 2 ბანაკად გაიყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავლენიანი ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" გასახდელში დაძაბულობა პიკს აღწევს. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, პარიზული გრანდის რიგებში 2 დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა. უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები კატასტროფული შედეგის შედეგად, "პარი სენ-ჟერმენის" ძირითად გუნდში განხეთქილებაა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "რეალის" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ, "პსჟ" "მონაკოსთან" განადგურდა. პარიზულ გრანდში არსებული მაღალი სტანდარტების მიუხედავად, საფეხბურთო მოედანზე ნაჩვენები შედეგი კატასტროფულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასახდელში სრული ქაოსი სუფევს. RMC Sport-ის მტკიცებით, პარიზელთა გასახდელი 2 ბანაკად გაიყო. ერთ მხარეს სამხრეთ ამერიკელები აღმოჩნდნენ, ხოლო მათ წინააღმდეგ ევროპელი ვარსკვლავები გაერთიანდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლუბში ხასიათის ნაკლებობაა. ფაქტი, რომ ასეთი მატჩების შემდეგ არავის ჰქონდა ნებისყოფა და ლაპარაკის საშუალება, იმაზეც მეტყველებს, რომ გასახდელში არც ისე სახარბიელო ვითარებაა.

სხვა სტატიები