Belive

პარი სენ-ჟერმენი სევილიას შემტევით გაძლიერდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" "სევილიას" ფეხბურთელი და მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილი, პაბლო სარაბია შეიძინა. ცნობილია, რომ ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პაბლო სარაბიამ "სევილიაში" 3 სეზონის განმავლობაში ითამაშა. ამ პერიოდში ჩატარებულ 151 მატჩში მან გატანილი გოლით 43-ჯერ, ხოლო საგოლე პასით კი 38-ჯერ გამოიჩინა თავი. უფრო მეტიც, გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 13 საგოლე პასი გააკეთა, რითაც თვით ლიონელ მესისაც კი აჯობა. იქედან გამომდინარე, რომ სარაბია დიდი პოტენციალის მატარებელი ფეხბურთელია, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ პარიზელებმა მისი შეძენა საკმაოდ დაბალ ფასში მოახერხეს - 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, "პარი სენ-ჟერმენმა" €18 მილიონი გადაიხადა.

სხვა სტატიები