Belive

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ფრანგულ გრანდ "პსჟ" -ში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი 48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მაურისიო პოჩეტინომ ჩაანაცვლა, დიდია ინტერესი, თუ ვინ  იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელსაც პოჩეტინო პარიზულ გუნდში დაიმატებს? საფეხბურთო აგენტის, ბრუნო სატინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოჩეტინოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე "მანჩესტერ სიტის" 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუეროა. "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ეს ნიშნავს, რომ მას ახლა შეუძლია ხელი მოაწეროს ხელშეკრულების წინა შეთანხმებას სხვა კლუბებთან, სანამ თავისუფალი აგენტი გახდება ზაფხულში. "სიტი" აგუეროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის გახაგრძლივებასთან დაკავშირებით, თუმცა ბრუნო სატინის განცხადების მიხედვით, ჯერ გადაწყვეტილი არფერი არ არის და პოჩეტინო თანამემამულის პარიზულ კლუბში მიყვანას შეეცდება. აგუერო "სიტის" შემადგენლობაში 2011 წლიდან მოყოლებული ასპარზეობს. არგენტინელი ინგლისურ კლუბს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კი ტრავმების გამო მოთმაშემ მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით გოლი არ აქვს გატანილი.        

სხვა სტატიები