Belive

,,დედაშენს დაუჯერე!'' - პსჟ-ს ფანებმა პოგბას შესაძლო ტრანსფერი გააპროტესტეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' გულშემატკივრებს საყვარელ გუნდში პოლ პოგბას გადმოსვლა არ სურთ. Get French Football News-ის ცნობით, ქომაგებმა პარიზული კლუბის ბაზასთან ბანერი გამოფინეს და ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერი გააპროტესტეს:

,,პოგბა, დედაშენს უნდა მოუსმინო! მას არ უნდა, რომ აქ გადმოხვიდე, არც ჩვენ!'' - წერია ბანერზე.
ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ,,პსჟ'' მზადაა, ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' პოგბას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ, პარიზული გუნდის წარმომადგენლებთან მისი კლიენტის კონტრაქტის პირობები უკვე განიხილა. პოგბამ პრემიერლიგის გასულ სეზონში ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები