Belive

პარი სენ-ჟერმენის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" მზად არის ნეიმარი გაუშვას. "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხალიფი თანახმაა ბრაზილიელი "ბარსელონაში" დაბრუნდეს, თუკი ფრანგები ღირსეულ შემცვლელს იპოვნიან. "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ბრაზილიელის დაბრუნებით. ნეიმარს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პარიზში ბედნიერი არ არის. "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარი 222 მილიონ ევროდ 2017 წელს შეიძინა. ბრაზილიელი ვარსკვლავი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგები ნეიმარის შემცვლელად ანტუან გრიზმანს მოიაზრებენ. "პსჟ" "ატლეტიკოს" 150 მილიონ ევროს სთავაზობს.

სხვა სტატიები