პარი სენ ჟერმენმა მბაპეს გაორმაგებული ხელფასი შესთავაზა

,,პსჟ-მ” კილიან მბაპეს შესთავაზა კონტრაქტი, რომლის გაფორმების შემთხვევაში, ფრანგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბი კილიანს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობდა, რაც თვეში დაახლოებით 5 მილიონ ევრომდეა.

გარდა ამისა, ,,პარი სენ ჟერმენი” მზად იყო, მბაპეს კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ბონუსის სახით, 120 მილიონი ევრო გამოეყო.

კილიან მბაპეს ,,პსჟ-სთან” ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის ,,რეალთან” კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ,,სამეფო გუნდს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

პარი სენ ჟერმენმა მბაპეს გაორმაგებული ხელფასი შესთავაზა

სტატიის ავტორი
-