,,პარი სენ ჟერმენმა” სპორტული დირექტორი, ლეონარდო გაათავისუფლა და მის ნაცლვად ლუიშ კამპუში დანიშნა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
პორტუგალიელი ახლა ,,სელტას” სტრატეგიული მრჩევენილია, მანამდე კი სპორტულ დირექტორად ,,ლილსა” (2017-2020) და ,,მონაკოში” (2013-2016) მუშაობდა.
გარდა ამისა, პარიზელები მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს დათხოვნასაც აპირებენ და უკვე მის შემცვლელს ეძებენ.
ლეონარდო ,,პსჟ-ს” სპორტული დირექტორის პოსტს 2019 წლის ზაფხულიდან იკავებდა.