Belive

პარი სენ ჟერმენმა უარყო, რომ მესი ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს იღებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, L'Equipe-ს მიერ ლეო მესის ხელფასის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა:
,,ეს რიცხვები ძალიან შორს არის რეალობისგან, როგორც ვადის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით. კონტრაქტი ითვალისწინებს კონფიდენციალურობის დებულებებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,'' - განაცხადა ლეონარდომ.
გუშინ ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, ლეო მესისა და ,,პარი სენ ჟერმენის” კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვა. წყაროს ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელის ანაზღაურება პირველ სეზონში 30 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში თუ ლეო პარიზში კიდევ ორი წლით დარჩება, ერთგულების ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება და მისი ხელფასი 40 მილიონი ევრო იქნება. შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში მესი ,,პარი სენ ჟერმენისგან” 110 მილიონ ევროს მიიღებს. ლეო ,,პსჟ-ს” 10 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები