Belive

პარიზულ გრანდს დისციპლინარული სასჯელი ელის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ, "პსჟს" წინააღმდეგ, ოფიციალურად აღძრა დისციპლინარული საქმე, კერძოდ, მისი მხარდამჭერების მიერ, პიროტექნიკის გამოყენების გამო. ფრანგული გრანდის ფანებმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით, მოედანზე ცეცხლი გააჩაღეს.



მოსალოდნელი იყო, რომ ტურინში პარიზელი გულშემატკივრების საქციელის გამო, ფრანგულ კლუბს სასჯელი დაეკისრებოდა. მთავარი ბრალდებები პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებას და ობიექტების სროლას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა ტრიბუნებზე არაერთი საგანი ააფეთქეს და ასაფეთქებელ საშუალებებს მოედანზეც ისროდნენ.



დისციპლინარული კომიტეტი ისრაელის საქმესაც განიხილავს, როცა ფრანგმა გულშემატკივრებმა "მაკაბი ჰაიფას" წინააღმდეგ, შეურაცხმყოფელი ბანერები გამოიყენეს. "ღაზა არსებობს, ღაზა ეწინააღმდეგება, თავისუფლება პალესტინას." - მსგავსი ტექსტები ეწერა პარიზელების მიერ გამოფენილ ბანერებზე. გარდა ამისა, ტრიბუნებზე ფანებმა დიდი პალესტინის დროშაც გამოაჩინეს. საქმეს ნოემბრის ბოლოს უეფას დისციპლინური კომიტეტი განიხილავს. ამჟამად ცნობილი არ არის, თუ რა სასჯელი დაეკისრება გუნდს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური წილისყრა, სადაც "პსჟ-ს" მეტოქე გერმანული გრანდი "ბაიერნი" იქნება.

სხვა სტატიები