Belive

პარკ ჯი სუნგი: "ევრას ხუმრობები მავიწყებდა, რომ მანქანას ვმართავდი."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პარკ ჯი სუნგმა ინგლისურ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ინგლისურ პრესასთან საუბარში მან პატრიკ ევრას უცნაურ ხუმრობებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პარკი ფრანგ მცველთან ერთად "იუნაიტედში" 7 წლის განმავლობაში თამაშობდა. "როდესაც "იუნაიტედს" თამაში გასვლაზე ჰქონდა, ჩემი სახლი შეკრების წერტილი ხდებოდა. მე, ვიდიჩი, ბერბა, კარლიტო და ევრა ერთად ხშირად დავდიოდით. საჭესთან ძალიან მობილიზებული ვიყავი, რადგან ავტომობილში გუნდის სუპერვარსკვლავები მესხდნენ. თუმცა, ევრას უცნაური და გიჟური ხუმრობები ყველანაირ შიშებს მიქრობდა. თითქოს მავიწყდებოდა, რომ მანქანას ვმართავდი. როდესაც პრემიერლიგა მოვიგეთ, პირველი სწორედ პატრიკი მოვიდა ჩემთან და ჩამეხუტა. ჩვენი ძმები ვართ!", - თქვა პარკ ჯი სუნგმა. ცნობისთვის, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი "იუნაიტედში" 2005 წლიდან, 2012 წლამდე თამაშობდა.

სხვა სტატიები