პარმა 1:2 იუვენტუსი – ვიდეო მიმოხილვა

იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურის შეხვედრაში, “პარმა” – “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე “პარმა” საკმაოდ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს “იუვენტუსს” და ხშირ შემთხვევაში ტურინელები მხოლოდ მინიმალური სხვაობით ახერხებენ მის დამარცხებას. გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი აღმოჩნდა.

ორივე გუნდმა ლაღ, გახსნილ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი, რის გამოც არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ბურთის ფლობის მხრივ “ბიანკონერი” დომინირებდა, მწვავე შეტევების განხორციელებისა და კარში დარტყმების კომპონენტში კი “პარმა” მეტოქეს არ ჩამორჩა. საბოლოოდ, ფორტუნა “იუვენტუსის” მხარეს აღმოჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ მარიო მანჯუკიჩმა ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. “ბიანკონერის” ხორვატმა შემტევმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი ბლიზ მატუიდის გაუკეთა საგოლე გადაცემა. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლის ავტორად ჟერვინიო მოგვევლინა, რომელიც ჩინური კლუბის “ჰებეის” ღირსებას იცავდა და “პარმას” მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა.

(25)

პარმა 1:2 იუვენტუსი – ვიდეო მიმოხილვა

სტატიის ავტორი
-