Belive

პარტიზანის ყოფილი ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის ტორპედოში მორიგი ახალწვეულია. საქართველოს 2017 წლის ჩემპიონმა სერბი ნახევარმცველი დაიმატა. 25 წლის ვანია მარკოვიჩი, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, ახალი სეზონიდან ქუთაისური კლუბის მაისურით ითამაშებს. ლეგიონერმა კარიერა სერბულ "პარტიზანში" დაიწყო და წლების განმავლობაში პოლონურ "კორონაში", მაკედონიურ "ვარდარში" პორტუგალიურ "ფარენსესა" და უნგრულ "კაპოშვარში" თამაშობდა. მარკოვიჩს სერბეთის 19 და 21-წლამდე გუნდებში უთამაშია.

სხვა სტატიები