Belive

პასკალ ფერე - ადამიანი, რომელმაც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა იცის

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პასკალ ფერე დიდი ადამიანია. მას აქვს პასუხი კითხვაზე: ვინ მოიგებს ოქროს ბურთს - მესი თუ ლევანდოვსკი? შეიძლება ზოგიერთმა ამ კითხვაში ჟორჟინიოს გამოტოვება გააპროტესტოს, მაგრამ ჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ: პასკალ ფერემ და მისმა ასისტენტმა (მხოლოდ მათ!) ზუსტად იციან, რომ დღეს ოქროს ბურთს მესი ან ლევანდოვსკი დაეუფლებიან. France Football-ის მთავარი რედაქტორობა შესაშური საქმეა. ყოველკვირეული, ავტორიტეტული ფრანგული გამომცემლობის ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობასა და დიდი, ცერემონიამდე გაუმხელელი საიდუმლოს ცოდნას გულისხმობს. ამ ინფორმაციას კი იგი მხოლოდ 1 ადამიანს უზიარებს.
"წარმოიდგინეთ რა მოხდება, მე რომ რაიმე დამემართოს. ამიტომ, ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა ჩემმა ასისტენტმაც უნდა იცოდეს", - ამბობს იგი.
პასკალ ფერეს ასეთი სტრატეგია აქვს: გამარჯვებულებსა და მეორე-მესამე ადგილზე გასულ ფეხბურთელებს მოწვევის ბარათს ცერემონიის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე უგზავნის. მას სურს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად წარიმართოს, მედიაში მეტმა კითხვამ გაიჟღეროს და კულუმინაციას მთელი მსოფლიო უყურებდეს. თუმცა ამას წინ ხანგრძლივი შერჩევის პროცესი უძღვის. "საუკეთესო კაცი ფეხბურთელების ჩამოთვლისას, 20-22 მოთამაშის ვინაობა ყველასთვის ცნობილია. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობთ, თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი 8-10 ფეხბურთელი. შეხვედრები საათობით გრძელდება". კონსენსუსის მიღწევის შემდეგ, საბოლოო სია ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის გადაეცემა.
პასკალ ფერემ რონალდუ-მესის მრავალწლიან პაექრობაზეც ისაუბრა: "რონალდუს ერთი დიდი ამბიცია აქვს: მას სურს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მესიზე მეტი ოქროს ბურთი ჰქონდეს მოგებული. მან ეს თავად მითხრა. თუ დაუკვირდებით, მათ სექტემბერსა და ოქტომბერში განსაკუთრებით ბევრი გოლი გააქვთ - ხმის მიცემის პროცესი კი სწორედ ამ დროს მიმდინარეობს, ეს კი უბრალო დამთხვევა არ არის", - აღნიშნა მან.

სხვა სტატიები