Belive

პატარა ჯიჯი დიდის ნაცვლად?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გავრცელების და შეწყვეტილი ტურნირების პარალელურად, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე მაინც ზრუნავს. "ბებერი ქალბატონის" მმართველები ზაფხულში მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავენ. "ბიანკონერი" "მილანის" და იტალიის ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას დამატებას აპირებს. იტალიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონმა მიზანს შესაძლოა ყველაზე იოლი გზით მიაღწიოს. 21 წლის გოლკიპერს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება, "როსონერის" ახალ შეთავაზებაზე კი უარს აცხადებს. ამავე დროს, ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის აგენტი გამოცდილი მინო რაიოლაა, რომელიც "ზებრებში" გადასვლაში არაერთ ვარსკვლავს დახმარებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სეზონის ბოლოს, სავარაუდოდ, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსს" დატოვებს ან კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამრიგად, ვოიცეხ შესნის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის პირველ ნომრობაზე კონკურენციას დიდი ალბათობით ახალგაზრდა ჯიჯი გაუწევს. ამ სეზონში დონარუმამ 26 მატჩში 33 გოლი გაუშვა და 10-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები