Belive

"პატარა, მსუქანი კაცია" - აზარი ბელგიაში კრიტიკის ადრესატი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ბელგიის ნაკრების კაპიტანი, ედენ აზარი სამშობლოში კრიტიკის ადრესატი გახდა, ეს კი მეტწილად მისი ბოლოდროინდელი წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხდა. მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი ბელგიელმა პოლიტიკოსმა ჟან-მარი დედეკერმა ცხარედ გააკრიტიკა და მას პატარა, მსუქანი კაცი უწოდა. დედეკერმა, რომელიც არის ბელგიის ჩრდილოეთით მდებარე მიდელკერკეს მერი, უსაყვედურა "ჩელსის" ყოფილ შემტევს 2011 წელს მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც ის ბურგერის ჭამის დროს დააფიქსირეს. 2011 წელს აზარს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრა მას შემდეგ, რაც ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში თურქეთის წინააღმდეგ მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, მან კი ბურგერი შეჭამა.

"მთელი პრესა ამაში ამხელს. სინამდვილეში, ის უბრალოდ პატარა მსუქანი კაცია, რომელიც სისტემის და ფულის მეშვეობით გასუქდა. მე ახლაც მახსოვს, როგორ გაიქცა, როცა ჟორჟ ლიკენსმა შეცვალა და ჰამბურგერი მიირთვა მეფე ბოდუენის სტადიონთან", - თქვა ბელგიელმა პოლიტიკოსმა.
Eden Hazard Responds To Rumours He Was Overweight When He Returned For Real Madrid's Pre-Season - SPORTbible
Eden Hazard eating curry - YouTube
ბელგიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ამ ინციდენტზე ეროვნული გუნდის შეფ-მზარეულმა, უიმ კასტელინმა 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა: "ეს იყო ანდალუსიური სოუსით, ის ყოველთვის იყო ჩემი ფავორიტი. იმ ღამეს სისულელე გავაკეთე, მაგრამ ჰამბურგერის ამბავი, უფრო ხუმრობა და ეს ჩვენს ამბავს ლეგენდად აქცევს". წინა წელს აზარი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როცა მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე არ მივიდა. ესპანურმა პრესტიჟულმა გამოცემა El Chiringuito-მ ტვიტერში დაწერა: "აზარმა დღეს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა. რატომ?". - რაზეც Burger King-ის ადმინისტრატორმა შემდეგი კომენტარი დაწერა - "„2x1 Burger King-ში“. 2021 წლის ივნისში, აზარი მაკდონალდსის ახალი სარეკლამო ეპიზოდის სახე გახდა და ამერიკული ფილმის, "მარტო სახლშის" მთავარი გმირის, კევინ მაკკალისტერის როლი განასახიერა, როდესაც იგი მძარცველების მისვლის დროს კერძს მიირთმევს. აზარის მიმართ კრიტიკის კორიენატელს ისიც ამძაფრებს, რომ "სამეფო კლუბში" გადასვლის შემდეგ მისი ვარსკვლავი ძველებურად ვეღარ კაშკაშებს და თითქმის სამი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 59 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები