Belive

პატრიკ კლუივერტი: „კარგია, რომ ჩემმა შვილმა მანჩესტერის ნაცვლად რომა აირჩია“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „რომას“ ფეხბურთელის, ჯასტინ კლუივერტის მამაა. მისი თქმით, ჯასტინმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნაცვლად არჩევანი „რომაზე“ შეაჩერა. „ჩემი აზრით, „იუნაიტედი“ მისთვის მეტისმეტად დიდი ნახტომი იქნებოდა. „რომა“ ძლიერი გუნდია, თუმცა აქ ჯასტინს ნაკლები წნეხი შეხვდება. რომაელებს ნებისმიერი გზით გამარჯვება არ ესაჭიროებათ და ეს არის გუნდი, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ „რომა“ ჯასტინისთვის იდეალური ვარიანტი იყო,“ აღნიშნა პატრიკ კლუივერტმა Gazzetta dello Sport-თან საუბრისას. 19 წლის ჯასტინ კლუივერტის მთავარი პოზიცია მარცხენა ვინგერია და მასზე ჰოლანდიის ნაკრებში დიდ იმედებს ამყარებენ. მიმდინარე ზაფხულში ცნობილი საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას დახმარებით, იგი მშობლიური "აიაქსიდან" სათამაშოდ "რომაში" გადავიდა: რომაელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ "აიაქსს" 17.25 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ წელს ჩატარებულ 36 მატჩში ჯასტინმა 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მის ძლიერ მხარეებს სისწრაფე, შორეული დარტყმები და ზუსტი გადაცემები წარმოადგენს.

სხვა სტატიები