Belive

პატრიკ ვიეირამ პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,კრისტალ პალასის'' ახალ მთავარ მწვრთნელად პატრიკ ვიეირა დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფრანგმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
,,ძალიან მიხარია, რომ პრემიერლიგაში დაბრუნებისა და ამ დიდებული გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა. იმედი მაქვს, ერთად წარმატებას მივაღწევთ,'' - განაცხადა ვიეირამ.
პატრიკ ვიეირას სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,ნიუ იორკ სიტიში'' დაიწყო. ბოლოს სპეციალისტი ფრანგულ ,,ნიცაში'' მუშაობდა.

სხვა სტატიები