Belive

პატრის ევრამ არსენალი დატროლა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, "შეფილდთან" განცდილი მარცხის შემდეგ (1:0) პატრის ევრამ "არსენალი" დატროლა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავის მტკიცებით, "არსენალის" ფეხბურთელები მენტალურად ჩამოუყალიბებელი ბავშვები არიან. "10 წლის წინ მათ "ჩემს ბავშვებს" ვეძახდი - დღესაც ასეა. ვუყურებ მათ თამაშს და ვფიქრობ კვლავ "ჩემი ბავშვები" არიან. ეს არის სიმართლე და ამ სიტყვებით არანაირ უპატივცემულობას არ ვიჩენ." "ისინი კარგად გამოიყურებიან, მაგრამ "არსენალი" არ ტოვებს მოსაგებად განწყობილი გუნდის შთაბეჭდილებას. "მეთოფეებს" უყვართ ლამაზი ფეხბურთის თამაში მაგრამ როდესაც მათ წინააღმდეგ გვიწევდა თამაში, ყოველთვის ვიცოდი რომ გამარჯვებული ვიქნებოდი." "როდესაც რობინ ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა ვუთხარი: კეთილი იყოს შენი მობრძანება კაცების კლუბში! თავდაპირველად გამინაწყენდა მაგრამ 1 თვის შემდეგ მითხრა რომ მართალი ვიყავი. "არსენალის" რიგებში ვერ ვხედავ ლიდერს, ხასიათს - "არსენალი" მენტალურად სუსტი გუნდია", - აღნიშნა პატრის ევრამ.

ასევე იხილეთ: შეფილდი 1:0 არსენალი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები