Belive

პაულო დიბალა: "ვადასტურებ, რომ კარგად ვარ ..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ "ტვიტერში", არგენტინის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ვარსკვლავმა - პაულო დიბალამ განცხადება გააკეთა და მასზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა, რომ დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა ცნობილი ევროპული გამოცემები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. "მოგესალმებით ყველას, გიდასტურებთ, რომ ვარ თვითიზოლაციაში საკუთარი სურვილით, თუმცა კორონავირუსი არ მაქვს. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენც კარგად ხართ. ყველაფერი კარგად იქნება. #არაარასწორინფორმაციას". - ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სტატიები