Belive

პაველ ნედვედი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრას გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდა. ამაზე კი კომენტარი ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა გააკეთა:
"ჩვენ უიღბლოები ვართ. ატლეტიკო ძალიან რთული მეტოქეა. ისინი იტალიური სტილის ფეხბურთს, ე.წ კატენაჩოს თამაშობენ. მათ ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავთ და იციან, თუ როგორ ითამაშონ შეტევაშიც. როგორ გამოიყენონ გრიზმანი და სხვა შემტევები. ჩვენ კენჭისყრაზე ყველაზე ძლიერი გუნდი შეგვხვდა, თუმცა ეს მაინც არ არის პრობლემა. ჩვენ გვყავს კრიშტანუ რონალდუ, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი".

სხვა სტატიები