Belive

პაველ ნედვედმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა. ნედვედის მტკიცებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუკეთესო იყო მათ შორის, ვის გვერდითაც ოდესმე უთამაშია. 2004 წელს, "აიაქსიდან" "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა ორი სეზონი დაჰყო "ბიანკონერის" რიგებში. ზლატანი ორჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი, თუმცა "იუვენტუსის" გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, ტურინულ გრანდს აღნიშნული ტიტულები ჩამოართვეს. ნედვედი იმ ფორმაციის "იუვენტუსის" გამორჩეული ლიდერი იყო. "ვინ იყო საუკეთესო თანაგუნდელი? ჩემს გარშემო უამრავ კარგ ფეხბურთელს უთამაშია. არ მინდა რომელიმე მათგანს ვაწყენინო. იმ შემთხვევაში თუ უნდა ავირჩიო ერთი მათგანი - იბრაჰიმოვიჩს დავასახელებ. ტექნიკა, სისწრაფე, დარტყმის სიძლიერე - ის არის თავდამსხმელი, რომელიც დაცვას ატერორებს", - აღნიშნა პაველ ნედვედმა. საუკეთესო თანაგუნდელის პარალელურად ნედვედმა სასურველი გუნდის თაობაზეც ისაუბრა და სინანულით დასძინა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა: "ვნანობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის შესაძლებლობა არ მომეცა. "წითელი ეშმაკებისგან" სატრანსფერო წინადადება არასდროს ყოფილა - მხოლოდ "ჩელსი" დამიკავშირდა. პოლ სქოულზის და რაიან გიგზის თაობა მომწონს. მე მათ ვაღმერთებდი. სიმართლე გითხრათ, კარელ პობორსკის მშურდა. მას ხომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის შესაძლებლობა მიეცა და დღემდე სიყვარულით იხსენებს იმ პერიოდს."

სხვა სტატიები