Belive

პედროს საოცარი მიღწევა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, პედრო როდრიგესმა საოცარი შედეგი დააფიქსირა. ესპანელი ფეხბურთელი ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ევროპის სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლო. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, პედრო ესპანეთის ნაკრებთან ერთად გახდა. ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება "ბარსელონასთან" ერთად შეძლო. რაც შეეხება ევროპა ლიგას, გუშინ, 29 მაისს "ჩელსისთან" ერთად მოიგო. გარდა ამისა, პედრომ საოცარი შედეგიანობა გამოავლინა ფინალურ შეხვედრებში. 2009 წელს მან "ბარსელონას" მაისურით ევროპის სუპერ თასზე "შახტარს" გაუტანა. 2011 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოიჩინა თავი. 2015 წელს თბილისში ჩატარებულ სუპერ თასზე პედრომ "სევილიას" კარიც დალაშქრა. გუშინ კი ევროპა ლიგის ფინალში "არსენალს" გაუტანა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" "არსენალი" 4:1 დაამარცხა და 2018-19 წლების სეზონის ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.  

სხვა სტატიები