Belive

პელე: "ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაებ ისაუბრა. თებერვალი, პელეს ვაჟმა თქვა, რომ მამამისმა ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციისას კი პრობლემები შეექმნა. "დეპრესია? როგორც ჩანს მე არასწორად გამიგეს. დიახ, ბოლო 2 წელია ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებს. ამ პერიოდში მენჯ-ბარძაყის ოპერაციაც გავიკეთე და კიდევ სხვა წვრილი პრობლემებიც მაწუხებდა, მაგრამ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. მიხარია, რომ ჩემმა ჯანმრთელობამ აგაღელვათ, მაგრამ დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ. მაშინაც კი, როცა მძიმე ტკივილები მქონდა ინტერვიუზე უარი არ მითქვამს. ახლა უბრალოდ ველოსიპედით სიარული აღარ შემიძლია. მას მერე, რაც სპორტში გავაკეთე, მადლობა ღმერთს, რომ გამოჯანმრთელება შევძელი",-თქვა ვეტერანმა მსოფლიო ჩემპიონმა.

სხვა სტატიები