პელე: “დღეს საუკეთესო რონალდუა, ისტორიაში – მე”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ, თანამედროვეობის ორ საუკეთესო ფეხბურთელს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა თქვა, რომ სიმპატიები პორტუგალიელის მიმართ აქვს.

“დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ უფრო თანმიმდევრული მოთამაშეა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ლიონელ მესიც, მიუხედავად იმისა, რომ ის ნომინალური თავდამსხმელი არ არის.

რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ძალიან რთული კითხვაა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ზიკო, რონალდინიო და რონალდო, ხოლო ევროპაში ფრანც ბეკენბაუერი და იოჰან კრუიფი, თუმცა ყველა მათგანზე უკეთესი მე ვიყავი”,-თქვა პელემ.

79 წლის ლეგენდა საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გამოეწერა, მან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და როგორც ამბობს, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

(44)

პელე: “დღეს საუკეთესო რონალდუა, ისტორიაში – მე”

სტატიის ავტორი
-