Belive

პელე: "მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ "პარი სენ-ჟერმენის" 22 წლის სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შეუძლია ფეხბურთის მეფის მემკვიდრე გახდეს. მიმდინარე სეზონში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს. 22 წლის შემტევს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "კამპ ნოუზე", სადაც ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ანდრეი შევჩენკოს შემდეგ მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კამპ ნოუზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 3 ბურთის გატანა მოახერხა. Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში პელემ ფრანგ შემტევზე ისაუბრა:
" არ ვხუმრობ, როდესაც ვამბობ, რომ მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს. კილიანს საკუთარ თავს ძალიან ვამსგავსებ. ის არის შემტევი, რომელიც სწრაფად ფიქრობს. როდესაც ბურთს იღებს, მან უკვე იცის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, საით გააგრძელოს მოძრაობა, როგორ წარმართოს შეხვედრა, რომ საუკეთესო შედეგამდე მივიდეს. თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია".
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მბპაემ 23 შეხვედრაში 18 გოლის გატანა შეძლო და ასევე 6 საგოლე გადაცემა შესარულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კლიანმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები