Belive

პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს | ლეგენდარული ფეხბურთელის მდგომარეობა კრიტიკულია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი ბოლო ვიზიტებისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ყველაფერი დაგეგმილი არ იყო. როგორც ESPN ავრცელებს ინფორმაციას, პელეს ორგანიზმი შეუშუპდა და საავადმყოფოში ის მისმა მეუღლემ და შვილმა წაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბოლო პერდიოში ჩატარებულ ქიმიოთერაპიებზე სხეულს არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

ბრაზილიელი ჯერ კიდევ პალატაში რჩება. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი განმარტება, თუ რატომ გახდა შეუძლოთ ყოფილი ფეხბურთელი. მისი ოჯახის წევრები ექიმების მითითებებს ელოდებიან.

პელეს მეუღლემ მარსიამ, დაადასტურა ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რუტინული გამოკვლევებისა და ქიმიოთერაპიის ყოველთვიური ანალიზისთვის მოხდა.

დღესვე დაუკავშირდნენ პელეს აგენტს ჯო ფრაგას, რომელმაც თქვა, რომ ჯერ არ იყო ინფორმირებული მისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, პელეს ქალიშვილმა კელი ნასიმენტომ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ასეთი განცხადება გამოაქვეყნა.

"გამარჯობა მეგობრებო. მედია აფორიაქებულია და მინდა ეს აურზაური ცოტათი დავამშვიდო. მამაჩემი საავადმყოფოშია, ის წამლებს იღებს. საბედნიეროდ კრიტიკული მდგომარეობა არ არის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ თქვენს სიყვარულს და ყურადღებას, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენთ."

Capture-37

სხვა სტატიები