Belive

პელემ ახსნა თუ რატომ არის რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში ვერავინ თანხმდება იმაზე თუ რომელია უკეთესი, რონალდუ თუ მესი.. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ საკუთარი აზრი დააფიქსირა და ახსნა თუ რატომ არის კრიშტიანუ, მესიზე უკეთესი. -" ვფიქრობ რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - განაცხადა პელემ "დეილი მეილთან" საუბრისას -" რონალდუ უფრო სტაბილური ფეხბურთელია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მესიც, ის მართლაც საოცარია, მაგრამ ლიონელი თავდამსხმელი არ არის." -"ყოველთვის რთულია ამ ორი ფეხბურთელის შედარება, რადგან მათ დიდი ეპოქა შექმნეს, მაგრამ ჩემთვის მაინც პორტუგალიელია საუკეთესო." -" მესის და რონალდუს გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები, მაგალითად ზიკო, რონალდინიო, რონალდო, ხოლო ევროპიდან ბეკენბაუერი და კრუიფი." ინტერვიუს ბოლოს პელე ჟურნალისტს გაეხუმრა: "ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ პელე მათზე უკეთესი ფეხბურთელი იყო."

სხვა სტატიები