Belive

პელემ მბაპეზე თავმდაბლური განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ბრაზილიელმა მეფემ, პელემ კილიან მბაპეზე ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მბაპემ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 19 წლის ასაკში და ის საოცარი მოთამაშეა. მე მხოლოდ 17 წლის ვიყავი. მას შეუძლია გახდეს ახალი პელე! ბევრს გაეცინება ამ სიტყვებზე, თუმცა ეს ხუმრობა არ არის"
პელეს ამ განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბრაზილიელი ლეგენდა მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მბაპეს, ის ჯერ კიდევ "მონაკოს" ლიდერი იყო, ახლა კი "პსჟ"-ს ლიდერად იქცა. მსოფლიო ჩემპიონატი მან მაღალ დონეზე ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მბაპემ "პსჟს" რიგებში 23 თამაში ჩაატარა და 17 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები