Belive

პელემ მესის რეკორდის დამყარება მიულოცა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში თავისი გოლის გატანა შეძლო ლეო მესიმ. არგენტინელის მიერ "ვალენსიას" კარში გატანილი გოლი მისთვის 450-ე გამოდგა ლა ლიგაში, ხოლო 643-ე "ბარსას" მაისურით. ამ შედეგით არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პელეს რეკორდი გაიმეორა - ის მას ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით დაეწია. პელემ იმავე შედეგს "სანტოსში" ასპარეზობის დროს მიაღწია. 80 წლის ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეო მესის ამ მიღწევას ინსტაგრამის მეშვეობით გამოეხმაურა.
"როცა შენი გული სიყვარულით ივსება, რთულია გზის შეცვლა. როგორც შენ, ისე მეც ვიცი რას ნიშნავს, გიყვარდეს და ატარო ერთი კლუბის  მაისური ყოველდღე. ორივემ ვიცით, რომ არ არსებობს იმ ადგილზე უკეთესი, რომელსაც სახლად მივიჩნევთ". "გილოცავ ისტორიული რეკორდის დამყარებას. თუმცა, პირველ რიგში, გილოცავ შენს ბრწყინვალე კარიერას "ბარსელონაში". ჩვენი ისტორიების მსგავსი - ერთი კლუბის მიმართ ამდენხნიანი ერთგულებისა და სიყვარულისა, სამწუხაროდ, ფეხბურთში სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხდება. აღფრთოვანებული ვარ შენით",- დაწერა პელემ.
 

სხვა სტატიები